ნიკა
:) ჩემი პირველი შვილი, სიხარული, შფოთვა, ბევრი ემოცია აირია. პირველივე დღიდან არეული ჰქონდა დღე და ღამე, უმეტესად არ ეძინა, მაშინ როდესაც სხვა ახალშობილები ჭამდნენ-იძინებდნენ და ისევ ჭამდნენ და ისევ იძინებდნენ :) შემდეგ უკვე ჭამაც გართულდა რადგანაც ბუნებრივ კვებაზე იყო და უჭირდა მოჭიდება, ასევე ხშირად უგვიანდებოდა ამოქაფვა და ამიტომ უკან აბრუნებდა ნაჭამს. მიუხედავად ყველაფრისა - საწყისი წონით გამოიწერა სამშობიაროდან. დაბადებიდან 5ე დღეს ვეწვიეთ ცნობილ ნევროლოგს, რომელმაც ვერაფერი საგანგაშო ვერ შენიშნა. ასე გაგრძელდა 6 თვემდე... ბევრი ვიწვალეთ....
და წლინახევრის ასაკში გვეწვია "რეგრესი", რაც იცოდა დაავიწყდა :(
ხან რას დაბრალდა, ხან რას... მეორე ორსულობა და ეჭვიანობა, სეპარცია, ის ეს.... ეს მხოლოდ მიზეზები იყო.... სინამდვილეში თურმე აუტიზმი იყო მიზეზი :) განმეორებადი მოძრაობები/ქმედებები - ეს იყო ერთ ერთი მიზეზი, რატომაც დაგვებადა ეჭვი რომ რაღაც არ იყო ისე როგორც საჭირო იყო
Comments
Post a Comment